ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთ
ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან.
03.11.2026 / 21:13
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთ
ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
„ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა პარტიების აკრძალვის საკითხზე დაუსვა.
„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ. ევროპული მიდგომა ზოგჯერ აბსურდულია, რადგან ჩვენ უკრაინის მაგალითი გვაქვს. მათ 18 პოლიტიკური პარტია აკრძალეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ეს საკითხი პრობლემას შექმნის, თუ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას სთავაზობს“.
„საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე არის. ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების, დაახლოებით ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე. ეს სამართლებრივი საქმეა. ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას ვთავაზობთ. მაგრამ, სამართლებრივ კომენტარებს არავინ აკეთებს, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. ასე ერევიან საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა, მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან - ვაპირებთ, რომ დავეწიოთპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

