სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით

დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე, რეკომენდაცია

ირაკლი კობახიძე - დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით
ფოტო: ფრონტნიუსი

დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე, რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს, ეს ხომ დირექტივა არ არის , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.მისი თქმით, ქართული მხარე გაეცნობა თითოეულ რეკომენდაციას და იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად."დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით. რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ხომ დირექტივა არ არის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დირექტივებზე, დირექტივები გვახსოვს თავის დროზე მოსკოვიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. თუ რეკომენდაციებზეა საუბარი, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა იმსჯელოს ამ რეკომენდაციების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით თითოეულ რეკომენდაციას, სადაც გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებთ და სადაც ვნახავთ, რომ კონკრეტული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იქ ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 21:06. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ