სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს – ქურდოვანიძის განმარტება

„ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს“ — ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნონა ქურდოვანიძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და…

ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს – ქურდოვანიძის განმარტება
ფოტო: ნეტგაზეთი

03.11.202603.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს“ — ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნონა ქურდოვანიძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

„ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესი იცვლება.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება და ეს საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე მოხდება.

როგორც ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, არსებული კანონმდებლობით, არჩევნების შედეგები ჯამდება ეტაპობრივად – უბანზე, ოლქში, ცესკოში.

„ამ დრომდე დაშვებულია, რომ შესაბამისმა სუბიექტმა გაასაჩივროს სამივე დონის შემაჯამებელი ოქმი და ამისათვის კანონმდებლობაში არ არის დადგენილი რაიმე ტექნიკური წინაპირობა.

როგორც დაინიცირებული ცვლილებებიდან ჩანს, შედეგების შეჯამება მოხდება მხოლოდ უბნის და ცესკოს დონეზე, ოლქში აღარ შეჯამდება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, იარსებებს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს.

უბნის დონეზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესში, როგორც ჩანს, ცვლილებები ამ ეტაპზე არ შედის და მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

რაც შეეხება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებაზე დადგენილ წინაპირობებს – ნონა ქურდოვანიძე წერს:

  • „გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება“.
  • „ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები“.

გარდა ამისა, ქურდოვანიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება.

„სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დაავალოს ცესკოს, მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება“, – განმარტავს იურისტი.

ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ტექნიკური საფუძვლით გასაჩივრების წესი,ზღუდავს გასაჩივრების უფლებას და გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება.

იხილეთ ასევე:

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: სალომე ჩიკვილაძე · გამოქვეყნდა 03.11.2026, 17:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ