გიორგი სიორიძე - საზოგადოებამ დაინახა პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯის აბსურდულობა - საზოგადოებას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა სურს და არცერთ შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას არ შევწყვეტთ
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე, როგორც ერთი პოლიტიკოსი და ასევე, ვაცხადებ ჩემი გუნდის, „ძლიერი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე, როგორც ერთი პოლიტიკოსი და ასევე, ვაცხადებ ჩემი გუნდის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სახელით, არცერთ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას არ შევწყვეტთ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, რადგან საზოგადოებამ დაინახა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯის აბსურდულობა.
„ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა, რომელსაც მთელი საქართველო ადევნებს თვალყურს, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებაზე იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახა „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკური ნაბიჯის აბსურდულობა, რომელსაც სამართლებრივად ფუთავენ...
მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რაც არ უნდა მოხდეს და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას ვერ აგვიკრძალავენ. ფორმალური პარტიული საქმიანობა შეიძლება აგვიკრძალონ, მაგრამ არსებობს სხვადასხვა გზები, რაზეც საუბარი ახლა არ მინდა. რა თქმა უნდა, ნაფიქრი გვაქვს, ეს ხომ განჭვრეტადია. სხვადასხვა სამართლებრივი შედეგით, რომელიც რამდენიმე შეიძლება დადგეს, არცერთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე, როგორც ერთი პოლიტიკოსი და ასევე ვაცხადებ ჩემი გუნდის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სახელით, ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა მოიცავს და დაკავშირებულია პირდაპირ საზოგადოების დაკვეთასთან. საზოგადოებას სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, ამ ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება, ევროატლანტიკურ საგარეო ვექტორზე დაბრუნება და ამ შემთხვევაში, საზოგადოების ნაწილნი ვართ, საზოგადოების მოკავშირეები ვართ და როგორც პოლიტიკოსები, მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი საქმიანობით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, გიორგი სიორიძის განცხადებით: „ეს საყოველთაო საკითხია, 28 ნოემბერია, ეს ყველას აქციაა, საზოგადოებრივია“.
„28 ნოემბერი არის ის დღე, როდესაც რეალურად დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოში, რომელიც იყო საეტაპო, წყალგამყოფი თარიღი, რადგან ირაკლი კობახიძემ განაცხადა ამ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების შესახებ. არავის არ დაუორგანიზებია მაშინ, საზოგადოებამ ბუნებრივი კოლექტიური რეფლექსით დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა. წლევანდელი აქცია დააანონსეს საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, სადაც ხაზი გაუსვეს, რომ ეს არ შეიძლება იყოს პარტიული აქცია და საზოგადოების რაღაც ნაწილი ამან დააფრთხოს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

