ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, ეს არის აგენტურული ქსელი - სწორედ გარე დავალებებმა დაღუპა ისინი

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა, ისინი ელოდებიან, გარედან რა მითითებას მისცემენ - სწორედ ამ გარე დავალებებმა დაღუპა ისინი,

ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, ეს არის აგენტურული ქსელი - სწორედ გარე დავალებებმა დაღუპა ისინი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა, ისინი ელოდებიან, გარედან რა მითითებას მისცემენ - სწორედ ამ გარე დავალებებმა დაღუპა ისინი, სავალალო მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 3 ნოემბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპელ დიპლომატებს შეხვდებიან.

მისივე თქმით, „ხვალინდელი შეხვედრა, სავარაუდოდ, იმიტომ იმართება, რომ მორიგი ინსტრუქციები და „მესიჯბოქსი“ მიიღონ“.

მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა „გარე მითითებებს რომ დაუჯერეს, თავიანთ ამომრჩეველს სახეში მანდატები რომ შეაყარეს, არის იმის ერთ-ერთი განმაპირობებელი, თუ რატომ არიან დღეს ასეთ სავალალო მდგომარეობაში“.

„ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა და ეგ არის ყველაზე სამწუხარო, რომ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის. ეს არის აგენტურული ქსელი, რომელმაც არც იცის, ხვალ რაზე უნდა ისაუბროს - უნდა მივიდნენ, რომ მორიგი ინსტრუქციები მოისმინონ, როგორ გააგრძელონ მოქმედება. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ერთსა და იმავეს ვადევნებთ თვალყურს. როდესაც 2024 წელს არჩევნები ტარდებოდა, ოპოზიცია ქუჩაში არ გასულა, რეგიონებში არ ჩასულა, ხალხთან საუბარი არ დაუწყია, თავიდან ბოლომდე იარეს ქვეყნების დედაქალაქებში და რიგი ქვეყნების დედაქალაქებიდან ჩაუტარეს მათ მთლიანად მთელი წინასაარჩევნო კამპანია. სხვადასხვა ქვეყნებმა აგზავნეს აქ დელეგაციები, აქციებზე რომ დამდგარიყვნენ, ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებები რომ ეკეთებინათ. აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არა აქვთ საზოგადოებასთან, აბსოლუტურად არანაირ დღის წესრიგს არ იყალიბებენ თავისთვის და ელოდებიან გარედან რა მითითებას მისცემენ. სწორედ ამ გარე დავალებებმა დაღუპა ისინი და სავალალო მდგომარეობაში არიან. მათი რეიტინგი არის ფაქტობრივად განულებული, ნულთან ძალიან ახლოს არის. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს IRI-ის კვლევა, რომელიც არც გამოაქვეყნეს, იმდენად შერცხვათ. რატომ ხდება ეს ყველაფერი?! გარე კარნახს და გარე მითითებებს რომ დაუჯერეს, უკაცრავად და, თავიანთ ამომრჩეველს სახეში მანდატები რომ შეაყარეს, ესეც არის იმის ერთ-ერთი განმაპირობებელი, თუ რატომ არიან დღეს ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ისინი გაშიფრულები არიან და ჩვენი საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ იცის, რომ გარედან იმართებიან და ქართველებს, რა თქმა უნდა, ასეთი პარტიები არ აწყობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ დიპლომატებს 3 ნოემბერს შეხვდებიან. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს 20 ოქტომბერსაც შეხვდნენ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 14:15. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ