ლევან იოსელიანი - გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით
გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც ეხმიანება კანონს, რომლის თანახმადაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე, როგორც აზარტული თამაშების ჰაბი.
მისივე შეფასებით, იმდენად დიდია ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელობა აღარ აქვს, მათი საშუალებით ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა ქვეყანაში.
„მე ცოცხალი მოწმე ვარ, ყოველკვირა მოდიან ჩემთან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მათი შვილები ძირითადად არიან საპატიმროში და ყველა ეს ოჯახი გაუბედურებულია აზარტული თამაშების გამო. ჩემი განცხადება იმას ეხებოდა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი იმისა, რომ მოდით, ჩამოდით ჩვენთან პოკერის სათამაშოდ, მოდი პოპულარიზაცია გავუწიოთ პოკერის თამაშს.
მე ვუსმენდი ბატონ ბერეკაშვილს, რომელსაც გამოჰქონდა ეს კანონპროექტი. ის ამბობდა, რომ ცუდს კი არაფერს ვაკეთებთ, პოკერის პოპულარიზაციას ითვალისწინებსო, 20%-მდე დავიყვანეთ საქართველოს მოქალაქეების[წილი] და უცხოელები თამაშობენო. ჯერ ერთი 20% საქართველოს მოქალაქე ცოტა არაა, მაგრამ უცხოელები რომ ითამაშებენ, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო ტურნირს რომ აწყობ შენს ქვეყანაში, ეს ხომ პოპულარიზაციას ემსახურება, იმ ქვეყნის ცნობადობის ზრდას კონკრეტულად იმ სახეობაში[პოკერი]. რატომ „იკლავენ“ აბა თავს ქვეყნები ოლიმპიადისთვის? ის ქვეყანა ხდება ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.
SAY.GE · გავხადოთ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
ლევან იოსელიანი - გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანიპალიტრანიუსი · 00:00
