რონ ჰარპერმა, ფილ ჯექსონის ნათქვამის კომენტირებისას, რომ სკოტი პიპენი მაიკლ ჯორდანზე უკეთესი იყო, საკუთარი შეხედულება წარმოადგინა ორი ლეგენდის შესახებ. ჰარპერმა განაცხადა: „სკოტი პიპენი ყველა დროის საუკეთესო მსუბუქი ფორვარდია, ვისაც კალათბურთი უთამაშია. MJ კი გადამწყვეტი მომენტების საუკეთესო მოთამაშეა, ვისაც ოდესმე კალათბურთი უთამაშია. MJ-სთან ერთად არასდროს წააგებ. შეიძლება 10, 2 ან 18 ქულით აგებდე, მაგრამ ის გამარჯვებას მოგიტანს. სკოტის აქვს უამრავი საკალათბურთო უნარი, მაღალი IQ, ესმის თამაში, იცის როგორ უნდა ითამაშოს. პიპენი ფენომენალური ნიჭია: მას შეუძლია სროლა, დრიბლინგი, 1-დან 5 პოზიციამდე დაცვა და ის შესანიშნავი თანაგუნდელი იყო. მაგრამ როდესაც ამ 'გორაკის' გადალახვა გსურს (გამარჯვება გჭირდება), იქ 23 ნომერთან ერთად უნდა წახვიდე, ის გადაგიყვანს ამ გორაკზე.“ ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Hoops Hype-ზე.