NBA-ის გულშემატკივარი, რომელიც ცნობილია როგორც Berkan MFFL, სოციალურ ქსელში წერდა: „მავერიქსის „ტანკინგი“ ორი წლის წინ დღემდე სასაცილოა, რადგან ეს მხოლოდ ორი თამაში იყო და მაშინაც კი, თუ მათ ის ბოლო თამაში მოეგოთ, მაინც გამოეთიშებოდნენ გათამაშებას.“ ამ განცხადებას „დალას მავერიქსის“ მფლობელი მარკ კიუბანი გამოეხმაურა და აღნიშნა: „მე „ტანკინგის“ ჯარიმებში უფრო მეტი – 1.2 მილიონი დოლარი მაქვს გადახდილი, ვიდრე NBA-ის დანარჩენ გუნდებს ერთად აღებულს.“ ეს ინფორმაცია თავდაპირველად Hoops Hype-ზე გამოქვეყნდა.