ხორხე მასვიდალი Gamebred Bareknuckle MMA-ს უბრუნდება. UFC-ის ყოფილმა ნახევრადსაშუალო წონის ტიტულის პრეტენდენტმა 2026 წლისთვის ორი ღონისძიება დაგეგმა: პირველი 10 აპრილს დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართება, რასაც 1 მაისს მაიამიში მეორე ქარდი მოჰყვება. დომინიკის რესპუბლიკაში 16-კაციანი მძიმე წონის ტურნირი ჩატარდება, მაიამიში კი 16 მსუბუქი წონის მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ორივე ტურნირის საპრიზო ფონდი $500,000-ს შეადგენს. „არ მაწუხებს ფინანსური ზარალი (შემოსავლის კლების გამო) იმისთვის, რომ ონლაინ სივრცეში დიდი განცხადება გავაკეთო“, – განუცხადა მასვიდალმა MMA Junkie Radio-ს. „ჩვენ მებრძოლებს იმდენ ფულს ვაძლევთ, რამდენსაც შევძლებთ. მართლა, ახლა ვინ აკეთებს რამეს? ყველაფერი იდეალურად აეწყო. რადგან GFC-ს დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევდი, სხვა შოუები თითქოს ქრებოდა. ახლა კი, არაფერი ვიცი სხვა შოუებზე. არ მომისმენია თარიღი ან სხვა რამ. ასე რომ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ძლიერად ვბრუნდებით. ხალხს მოუწევს განზე გადგომა, ძმაო.“ წარმოგიდგენთ 10 აპრილის მძიმე წონის დაპირისპირებებს: * ენტონი სმიტი ჩეიზ შერმანის წინააღმდეგ * გუტო ინოსენტე მოჰამედ უსმანის წინააღმდეგ * ალექსანდრ რომანოვი ნიკოლაი კოვალენკოს წინააღმდეგ * ბრუნო კაპელოცა ტოდ დაფის წინააღმდეგ Gamebred Bareknuckle MMA-მ 2024 წელი სანახაობრივი ბრძოლებით დაასრულა, თუმცა 2025 წელს არ დაბრუნებულა. „არასოდეს მინდოდა წასვლა“, – განაგრძო მასვიდალმა. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, უკან, ჩრდილში. ამას აკეთებენ ბიზნესის მფლობელები. უბრალოდ ვშრომობდი, ძმაო. ვხედავდი, რისი გაკეთება შემეძლო, რა ქსელებში შემეძლო მოხვედრა, რა სპონსორების მოზიდვა შემეძლო. ყველაფერი გავაკეთე ოცნების ცოცხლად შესანარჩუნებლად, ზუსტად ისე, როგორც ბრძოლაში. მოვახერხე გარკვეული თანხების მოძიება, ასე რომ, აქ ვართ!“ Gamebred Bareknuckle MMA-ს მეტი დაპირისპირება მოსალოდნელია უახლოეს კვირებში.