სტეფ ქარის მეუღლემ, აიშა ქერიმ, გასულ უქმეებზე ოკლენდში NBA-ის ვარსკვლავის ფილმის "GOAT" პრემიერაზე შოუ მოიპარა. კვირას, 15 თებერვალს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ვარსკვლავის მთელი ოჯახი ოკლენდის Grand Lake Theatre-ში შეიკრიბა ანიმაციური საკალათბურთო ფილმის სანახავად, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება მაინც აიშამ მიიპყრო. NBA-ის ვარსკვლავის მეუღლე უზადოდ გამოიყურებოდა თეთრ-შავ, საყელოიან მინი ქვედაბოლოს კომპლექტში, რომელიც შავი სამასრიანი ბალერინას ქუსლებით შეუხამა. სტეფის მეუღლემ ინსტაგრამზე ამ მნიშვნელოვანი დღის ამსახველი კადრები გააზიარა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მაკიაჟს იკეთებს, შემდეგ კი იცვამს და შვილებთან ერთად სტეფის სავარჯიშო დარბაზიდან წამოსაყვანად მიდის. „დღევანდელი იმიჯისთვის, გადავწყვიტე ცოტა უფრო გოგონური სტილი ავირჩიო, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, რადგან არ ვარ ასეთი სტილის მოყვარული“, – განაცხადა აიშამ. „მინდოდა, ჩემი ქალურობა ხაზგასმულიყო, ცოტა ფლირტიანი და მხიარული ვყოფილიყავი, ამიტომაც ჩავიცვი ეს პოლკა წერტილებიანი ნაკრები და ბალერინას ქუსლები. ვფიქრობ, ეს არის მაქსიმალურად გოგონური სტილი, რაც შეიძლება იყოს“, – დაამატა მან, სანამ სტილისტი მის გრძელ თმას ნახევრად შეკრულ, ტრენდულ ვარცხნილობად აფორმებდა. აიშამ სტეფის ახალ ფილმ „GOAT“-ში მცირე როლი შეასრულა, რომელიც კინოთეატრებში პარასკევს, 13 თებერვალს გამოვიდა. ის ახმოვანებს კეთილი ლამას, ქეროლის როლს, რომელიც ვინელანდში სასადილოს ფლობს. სტეფი კი ჟირაფის პერსონაჟს, ლენი უილიამსონს, რომელიც „თორნსის“ წევრია. სხვა ცნობილ მსახიობებს შორის არიან: ენჯელ რისი, ა'ჯა უილსონი, დუეინ უეიდი, გაბრიელ იუნიონი, კევინ ლავი, ჯელი როლი და ანდრე იგუდალა. „ფილმი შთაგონებულია აუტსაიდერის მენტალიტეტით, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თან მდევდა“, – განუცხადა ქარიმ „People“-ს თავისი ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს პატარა თხის, უილის, ისტორიას. უილს ერთხელ ცხოვრებაში ეძლევა შანსი, ითამაშოს პროფესიონალური „როარბოლი“ და მოახდინოს რევოლუცია თამაშში. „დიდი ოცნების იდეა, მაშინაც კი, როცა ირგვლივ კრიტიკოსები და სკეპტიკოსები არიან – ამ მენტალიტეტს დღემდე ვატარებ და ყოველთვის მინდა ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო, როცა მოედანზე გავდივარ“, – დაამატა მან.